"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საზოგადოებას ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები გააცნო.
როგორც მიხეილ ბენიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა.
"„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ასევე იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდებოდა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. კანდიდატების შედეგი ასეთია: სალომე ზურაბიშვილი 59.1%, გრიგოლ ვაშაძე 40.1%", - განაცხადა მიხეილ ბენიძე.