მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას არ ვიზიარებთ - გიორგი ვაშაძე

12:18 11-29-2018
610

გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას ამ ეტაპზე არ ვიზიარებთ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დამთავრდა

12:12, 29.11.2018

  

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას რევოლუციასთან დაკავშირებით, გუნდი არ იზიარებს.

მისი თქმით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ მოწოდება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მოსაზრებაა.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით მიხეილ სააკშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის მისი პერსონალური მოსაზრება, რასაც ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიზიარებთ. განსხვავებული მოსაზრება გვაქვს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ დღეს, 18:00 საათზე ფილარმონიაში დაგეგმილ შეხვედრაზე.

„დამთავრდა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ახლა ზუსტად ის დროა, როცა გაერთიანებული ოპოზიცია და „ძალა ერთობაშია“ რეალურად აჩვენებს ​საკუთარ სახეს და ძალას. აქ არის 11 პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსით. ყველა წევრის მოსაზრებას გიზიარებთ ამ საკითხზე. თქვენ ვერც ერთ წევრს ვერ ნახავთ კოალიციაში, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.