საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი მზად არის, იმუშაოს სალომე ზურაბიშვილთანრათა კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენს ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი და ისტორიული ურთიერთობები

12:23 11-29-2018
3081

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ახალ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უდასტურებს.

საფრანგეთის საგარეო უწყება სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან ერთი თვის თავზე, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს. საფრანგეთი გულწრფელად ულოცავს მას გამარჯვებას და უსურვებს წარმატებას მოვალეობის შესრულებისას. საფრანგეთი მზად არის, იმუშაოს ქალბატონ ზურაბიშვილთან, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენს ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი და ისტორიული ურთიერთობები. ახალ პრეზიდენტს შეუძლია, ჰქონდეს იმედი, რომ ვიმოქმედებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. 59, 52 პროცენტით დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.