სამცხე-ჯავახეთში სულ 12 საჩივარი დაიწერა

12:48 11-29-2018
2184

არჩევნების დღეს, ყველაზე მეტი, 10 საჩივარი N40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქში დაიწერა, რომლის უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. როდის განიხილავს ოლქი საჩივრებს ჯერ უცნობია.

ასევე არ არის სხდომის დრო ჩანიშნული N37 ახალციხის საარჩევნო ოლქშიც, სადაც ამ დრომდე ერთი საჩივარია შესული.

არჩევნების მეორე ტურზე, ერთი საჩივარი დაიწერა N36 ბორჯომის საარჩევნო ოლქში, რომლის ავტორის „სამართლიანი არჩევნებია“.

საჩივარი კენჭისყრის ფარულობის დარღვევას ეხება –„კერძოდ, კაბინიდან გამოსულ ამომრჩეველს ოცნების წარმომადგენელი ღიად საჯაროდ უმოწმებდა, თუ რომელი კანდიდატი შემოხაზა ბიულეტენში“,–ნათქვამია საჩივარში. 

არც კენჭისყრის დროს და არც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საჩივარი არ დაწერილა ნინოწმინდის, ასპინძის და ადიგენის საარჩევნო ოლქებში.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ, 28 ნოემებერს გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

 

ლელა სარიშვილი