პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში გაზაფხულზე ჩატარდება

13:09 11-29-2018
89

რადგან ცესკო-ს მონაცემებით, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ხდება, თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარლამენტის უახლოესი შუალედური არჩევნები აპრილში გაიმართება. ცესკო-მ კენჭისყრის ზუსტი თარიღი არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე უნდა გამოაცხადოს. 

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. მაშინ "ქართულმა ოცნებამ" ოლქში საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა და ასპარეზი სალომე ზურაბიშვილს დაუთმო, რომელიც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევიდა.