ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
"საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ულოცავს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. „ქართველმა ერმა ღირსეული არჩევანი გააკეთა და მხარი დაუჭირა ქვეყნის სტაბილურ, ევროპულ განვითარებას. ეს არჩევანი მყარი საფუძველია ძლიერი საქართველოს ასაშენებლად,“ - აცხადებენ ფრაქციის წევრები.