გია ვოლსკი: ვაშაძემ დაკარგა მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა არაადექვატური განცხადებები გააკეთა

14:05 11-29-2018
94
თეგები: გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ვაშაძემ, მას შემდეგ დაკარგა მხარდამჭერები, რაც სააკაშვილმა არაადექვატური განცხადებების გაკეთება დაიწყო. მისი თქმით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დესტაბილიზაციის გეგმაც აქვს:

"მე ვფიქრობ, რომ საერთოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ვაშაძემ ზოგადად ამ მიმართულებამ, არ ვიცი რა ვუწოდო, მნიშვნელოვნად დაკარგა მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა არაადექვატური განცხადებები გააკეთა. ეს ის არის , რაც ყველას შემთხვევაში საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ აწყობს, არა თუ არ აწყობს , შიშით უყურებს ასეთ პერსპექტივას.

დესტაბილიზაცია არ არის მარტო სააკაშვილის ამოჩემება, მე ვფიქრობ რომ გარკვეული გეგმითაც მოქმედებს. მას გააჩნია გარკვეული სტრატეგიული გეგმა და ამ გეგმის ნაწილია დესტაბილიზაცია. 

ავტორი: