ჰოლივუდის ვარსკვლავი, ლეონარდო დი კაპრიო, ახლო მომავალში, მარტოხელა მამაკაცის ცხოვრებას ემშვიდობება. მისი რჩეული, 22 წლის არგენტინელი მოდელი, კამილა მორონეა.
მსახიობის ახლო მეგობრის ინფორმაციით, ლეონარდოს და კამილას შორის კავშირი, სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა.
ყველა ვფიქრობთ, რომ ქორწილი, მალე შედგება - აცხადებს ვარსკვლავის მეგობარი.
ინფორმაცია, წყვილის სასიყვარულო რომანის შესახებ, ჯერ კიდევ ზაფხულში გავრცელდა. სანდო წყაროს ცნობით, ლეონარდო ახლო მომავალში, შვილის გაჩენასაც კი გეგმავს.
შეგახსენეთ, რომ კამილას და ლეოს შორის, სასიყვარულო კავშირის შესახებ, გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, როცა მსახიობი, მოდელის სახლიდან გამოსული დააფიქსირეს. მას შემდეგ წყვილი, თითქმის ყველა სერიოზულ ღონისძიებაზე, ერთად ჩნდება.
ოსკარის პრემიის ლაურეატი, ყოველთვის ცდილობდა, სასიყვარულო კავშირების გასაიდუმლოებას, რასაც ამ ეტაპზე, აღარ ერიდება. მისი გახმაურებული რომანები უკავშირდება მოდელ ჰელენ კრისტენს, ჟიზელ ბიუნდჰენს, ბარ რაფაელს, ერინ ჰიტერტონს, ტონი ჰარნს და მსახიობ ბლეიკ ლაივლის.
11 ნოემბერს, მსახიობს 44 წელი შეუსრულდა. დაბადების დღე, ბევერლი-ჰილზში, კლუბ Spring Place-ში აღნიშნა, რომელსაც ჯენიფერ ენისტონი, გვინეტ პელტროუ, ტობი მაგუაირი, პობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და კეიტ ბეკინსეილი ესწრებოდნენ. ცნობილია, რომ დღესასწაულზე 500-მდე ადამიანი იყო მიწვეული, მაგრამ მხოლოდ 50-მა ადამიანმა, მათ შორის ყველაზე ახლო მეგობრებმა, მოახერხეს, სადღესასწაულო საღამოზე დასწრება.
ამ ეტაპზე, მსახიობს, რეჟისორ კვანტინ ტარანტინოს ახალ ფილმში ერთხელ ჰოლივუდში იღებენ. ფილმზე მუშაობა, მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. გადასაღებ მოედანზე, ლეონარდოს მეწყვილე, ჰოლივუდის ვარსკვლავი, ბრედ პიტია.
იხ. ფოტოლოლაჟი: