დავით ბაქრაძე: არეულობასთან და დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" დამოკიდებულება უარყოფითია

15:03 11-29-2018
203

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით არ ეთანხმება.

"ზოგადად ქვეყანაში არეულობასთან და დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" დამოკიდებულება არის უარყოფითი და საზოგადოებამ კარგად იცის ამის შესახებ. რაც შეეხება პარტიის გეგმებს ამას ვერ გადაწყვეტს ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც მიხეილ სააკაშვილი. პარტია შეიკრიბება, ჩამოყალიბდება გეგმაზე და უახლოეს დღეებში გავაცნობთ საზოგადოებას, რას ვაპირებთ მეორე ტურის შემდეგ'', - განაცხადა ბაქრაძემ.

ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბიც ემიჯნება - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.