რობერტ დე ნირომ განქორწინების შესახებ განცხადება, ოფიციალურად გააკეთა - "ჩვენ ვრჩებით მშობლებად და ერთად ვიზრუნებთ, შვილების აღზრდაზე"

16:11 11-29-2018
368

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი, რობერტ დე ნირო, ცოლთან განქორწინებას აპირებს. დე ნირომ და მისმა მეუღლემ, გრეის ჰაიტაუერმა, ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 20 წლიანი ურთიერთობის შემდეგ განქორწინდნენ.

წყვილი ინფორმაციას, ამ დრომდე, ოფიციალურად არ ადსტურებდა, მაგრამ  რამდენიმე ხნის წინ, მსახიობმა, განქორწინების შესახებ, ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

75 წლის დე ნირომ განაცხადა, რომ 63 წლის გრეის ჰაიტაუერთან, მეგობრული ურთიერთობები ექნება. 

მე და გრეისს, 2 შესანიშნავი შვილი გვყავს. ამ ეტაპზე, დაძაბული ურთიერთობები გვაქვს და ამიტომ, ცალ-ცალკე ცხოვრება გადავწყვიტეთ. რთული, მაგრამ ერთობლივი გადაწყვეტილებების ძიების, კონსტრუქციული პერიოდი გვაქვს. გრეისი, ბრწყინვალე დედაა და მე მას ვაფასებ. ჩვენ, ვრჩებით მშობლებად და ერთად ვიზრუნებთ, ჩვენი შვილების აღზრდაზე და მათ პრობლემებზე -ამბობს მსახიობი.

შეგახსენებთ, რომ რობერტი და გრეისი, 1997  წლიდან, ერთად არიან. 1999 წელს კი, მათ გააკეთეს განცხადება განქორწინების შესახებ, მაგრამ რამდენიმე თვეში, წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა.  

იხ. ფოტოები:

  

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე