საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პატრიარქს შეხვდა. ზურაბიშვილის თქმით, პატრიარქმა გაპრეზიდენტება მიულოცა და მასთან მისვლა სთხოვა.
”დილით, პირველმა პატრიარქმა მომილოცა გამარჯვება. მთხოვა, რომ მოვსულიყავი მასთან, სადაც სინოდის წევრებიც იყვნენ შეკრებილები. ეს იყო ჩემთვის პირველი, ნამდვილი ნიშანი იმისა, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. თუმცა, საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. მაგრამ ყველამ ვიცით ციფრები, 97% უკვე დათვლილია და ეს ნიშნავს, რომ ეს შედეგი აღარ შეიცვლება,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები კი მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.
რაც შეეხება ფოტოებს, თავად სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
იხ. ვიდეო და ფოტო მასალა