"შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება არც მე და არც არავის" - გიგა ბოკერია არჩევნებს და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნას აფასებს

17:16 11-29-2018
290

"ასეთი კრიტიკული შეფასებები საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება არც მე და არც არავის, ვინც ამ საკითხს ადევნებს თვალს. ეს არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის საკითხში' - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ დადებულ დასკვნას. 

"შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება არც მე არც არავის ვინც ადევნებს ამას თვალყურს ასეთი კრიტიკული შეფასებები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, იმ ჯგუფებისგან ვისი ფუნქციაც არის შეფასება საარჩევნო დემოკრატიის საქართველოში. ეს არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის საკითხში. კიდევ ერთი, ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ საქართველოს დემოკრატიისთვის. უმძიმესი დარტყმა მიაყენა მან საქართველოს დემოკრატიას გუშინაც და ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. დაშინება, მოსყიდვა, ფარულობის სისტემური დარღვევა ამ არჩევნებზე, ეს კომბინაცია აი ამ სამი ფაქტორის როგორც მთავარი გამოწვევა ამ არჩევნებისთვის და ქართული დემოკრატიისთვის" - ამბობს ბოკერია.

მისი თქმით, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო:

"ჩვენ ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს სტრატეგიაში არცერთ შემთხვევაში არ იქნება მოწოდებები ჯარის ან სამართალდამცავი ორგანოების მიმართ დაუმორჩილებლობის თაობაზე ან რაიმე იმ ტიპის ნაბიჯი, რაც საქართველოს სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს. მთავარი საფრთხე სტაბილურობის, დემოკრატიის საქართველოს საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დღევანდელი ხელისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი და ეს დასტურდება იმ უმძიმესი შეფასებებიდანაც, რაც ვნახეთ ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან ამ არჩევნებზე. მნიშვნელოვანია და ხაზგასმულია რაც ქართულმა საზოგადოებამ ისედაც იცის, რომ მდგომარეობა ხარისხობრივად გაუარესდა პირველ და მეორე ტურებს შორის" - დასძინა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა.

ავტორი: