მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, კენსინგტონის სასახლეს, ქეით მიდლტონთან უთანხმოების გამო ტოვებენ

17:57 11-29-2018
2727

გასულ კვირას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, კენსინგტონის სასახლიდან, გადასვლას აპირებენ. წყვილი, დამოუკიდებლად და თავისუფლად ცხოვრებას, უინძორის ფროგმორ-ჰაუსის რეზიდენციაში გეგმავს. 

ინსაიდერების ინფორმაციით, მიზეზი, ჰარის და უილიამს შორის შექმნილი,  დაძაბული ურთიერთობაა, მაგრამ სანდო წყაროს ცნობით, გადასვლის მიზეზი, მეგანს და ქეითს შორის, რთული კავშირებია. მათ, სრულიად განსხვავებული, ცხოვრების სტილი აქვთ, რომელიც ერთად წყნარ ცხოვრებას და მშვიდი ურთიერთობების საშუალებას, არ აძლევს. ერთმანეთის მიმართ გაუთავებელი სკანდალები, დღემდე გრძელდება. სასახლის ერთ-ერთი წარმომადგენლის ინფორმაციით, ქორწილის ცერემონიამდე, რამდენიმე დღით ადრე, ქეითმა ისე გაანაწყენა, რომ მეგანმა ტირილი დაიწყო.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ფროგმორ-ჰაუსის რეზიდენციის ამჟამინდელი მფლობელები, ჰერცოგი გლოსტერი და მისი მეუღლე ბირგიტა, უახლოეს მომავალში დატოვებენ, 21 ოთახიან მდიდრულ სასახლეს და მას, ჰარისა და მეგანს დაუთმობენ.

აღსანიშნავია, რომ ჰარიმ მეჩვიდმეტე საუკუნის სასახლე, რომელიც კენსინგტონის სასახლისგან მოშორებით მდებარეობის, სამეფო ოჯახის წევრების მიმართ, პრესის  ინტერესების გამო აირჩია. ამბობენ, რომ პრინცსა და მარკლს არ სურთ, რომ მათი შვილი, თევზივით ოქროს აკვარიუმში ცხოვრობდეს და გამუდმებით, რეპორტიორების მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.

სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ ელისაბედ II-ის უმცროს შვილიშვილს არ უნდა, რომ მის ცოლსა და შვილს, მუდმივად პაპარაცები აფიქსირებდნენ და შემდეგ, მედიაში განიხილავდნენ. აშკარაა, რომ პრინცი ჰარი, ჯერ კიდევ სტრესშია, მისი მეუღლის მიმართ მომატებული ყურადღების გამო.  

სავარაუდოდ, პრინცი ჰარის და ჰერცოგინიას მიერ, სასახლის დატოვება, სამეფო ოჯახში წარმოქმნილ, დაძაბულ სიტუაციას განმუხტავს. 

იხ. ფოტოები:  

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე