"რატომ უნდა მივულოცო?..." - გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილზე

18:14 11-29-2018
4563

რატომ უნდა მივულოცო? - ამ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა გაერთიანებული ოპოციზიის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე "პრაიმტაიმის" კითხვაზე - აპირებს თუ არა გამარჯვება მიულოცოს სალომე ზურაბიშვილს.

დღეს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვაშაძისგან მილოცვას და არჩევნების შედეგების აღიარებას ელოდება. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ყველა უბანი. სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 59, 52% აქვს, რაც რაოდენობრივად არის 1 147 627 ხმა.

ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 780633 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 40,48%-ია.