პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართა. მისი თქმით, საქართველოს გუშინ, ოფიციალურად პრეზიდენტი არ აურჩევია.
ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს უარი არ გვითქვამს ჩვენს სუვერენიტეტზე, არ გვითქვამს უარი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენი არ იყო აფხაზეთის შესახებ. ჩვენ უარი ვუთხარით მონობას, ჩვენ უარი ვუთხარით ამ ჩამორჩენილ ძალმომრეობას, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ამ ე.წ. ქართულ ოცნებას. ჩვენი უარი ოლიგარქიას, ჩვენი უარი ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას
ნიკა მაჭუტაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებაზე უარი არ უთქვამს და ისინი ბრძოლას გააგრძელებენ.
"ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს უარი არ გვითქვამს ჩვენს სუვერენიტეტზე, არ გვითქვამს უარი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენი არ იყო აფხაზეთის შესახებ. ჩვენ უარი ვუთხარით მონობას, ჩვენ უარი ვუთხარით ამ ჩამორჩენილ ძალმომრეობას, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ამ ე.წ. ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი არავის მიცემს თავისი ნების ქურდობის უფლებას.
"ქართველი ხალხი არავის მისცემს თავისი ნების ქურდობის უფლებას. ამას არ დაუშვებს საქართველოს არც ერთი მოქალაქე. პოლიტიკური და პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს იტყვი ბრძოლაზე საკუთარ ამომრჩეველს, საკუთარ მხარდამჭერებს, საქართველოს მოქალაქეებს, ის პარტია და ის გაერთიანება შეჩვენდება, ის აღარ იარსებებს,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.