ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ისევ გახდა

20:14 11-29-2018
2845

სლოვენიის ქალაქ ბლედში დღეს ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ტურის პარტიებია. ნონა გაფრინდაშვილის პარტია ინგლისელ დინაჰ ნორმანთან უკვე დასრულდა. მან მოწინააღმეგე იძულებული გახადა 74-ე სვლაზე დანებებულიყო. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.

გაფრინდაშვილმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით პირველი ადგილი, +65 წლის ქალ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

ნონა გაფრინდაშვილი მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის და ყველაზე უხუცესია მათ შორის, ვისაც ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.