ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში მაღალი გამავლობის ელექტრო ბოძებს, ძლიერი ქარის გამო ხე დაეცათ და რამდენიმე ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალი.
ჩხოროწყუს გამგებელმა დავით გოგუამ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, რომ ძლიერი ქარია და სტიქიას ელოდებიან საღამოს 7 საათის შემდეგ.
„ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, ამ დროისთვის ქვედა ზონის სოფლებს ახუთს, ლესიჭინეს და ნაფიჩხოოს არ მიეწოდება ელექტროენერგია“, - ამბობს გოგუა.
„ენერგოპროჯორჯიაში“ „პრაიმტაიმს“ განუცხადეს,რომ ადგილზე გასულია კომპანიის ბრიგადები,თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.
ავტორი: თეა შონია