ვინ გახდება პრინცი ჰარის და მეგან მარკლის შვილის ნათლია

15:38 11-30-2018
1131

რამდენიმე ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, გაზაფხულზე მშობლები გახდებიან. როგორც ჩანს, წყვილმა შვილის ნათლიები, უკვე შეარჩიეს.  57 წლის ჯორჯ კლუნის დამ, ბენ ბრესლინიმ, რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრესას განუცხადა, რომ მისი ცნობილი ძმა, სამეფო წყვილის შვილის ნათლია გახდება. 

ის, შესანიშნავი ნათლია იქნება. იმდენად კარგი ადამიანია, რომ ამ როლს ბრწყინვალედ გაუძღვება - ამბობს ბრესლინი და აღნიშნავს, რომ კლუნმა, ამის შესახებ, ოჯახური შეკრების დროს განაცხადა.

ჟურნალ People-ს ინფორმაციით, ანონიმური წყაროს აცხადებს, რომ ამალი და მეგანი, დიდი ხნის მეგობრები არიან და მათ ბევრი საერთო აქვთ. ის აქტიურად ეხმარებოდა მეგანს, ლონდონში გასამგზავრებლად. მათი მეგობრობის ფონზე კი, ჰარი და ჯორჯიც დამეგობრდნენ - ამბობს სანდო წყარო. 

სავარაუდოდ, არა მარტო ამალი და ჯორჯი გახდებიან, პატარას ნათლიები. კეიტ მიდლტონის და პრინცი ჰარის უმცროს ვაჟს, 6 ნათლია ჰყავს: ნილოლას ვან კატსემი, ჰარი ობრი-ფლეტჩერი, გაი პელი, ლაურა მიდი - ოჯახის მეგობარი, ჰანა კარტერი - კეიტის სკოლის მეგობარი და ჰერცოგინიას და, ლუსი მიდლტონი. ხუთი წლის პრინც ჯორჯს, 7 ნათლია ჰყავს, ხოლო სამი წლის პრინცესა შარლოტას - 5. თანამედროვე ინგლისურ ტაძრები, ყველა სახის ადამიანს აძლევენ ნათლობის უფლებას, მთავარია, თავად იყოს მონათლული.  

შეგახსენებთ, რომ მეგანი და ჰარი, სავარაუდოდ ტყუპების მშობლები გახდებიან, რომელსაც გაზაფხულზე ელოდებიან.  

იხ. ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე