დავით ბაქრაძე: ჩვენმა ხალხმა აჩვენა, რომ საქართველოში ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი

19:40 11-30-2018
357

ჩვენმა ხალხმა და საზოგადოებამ აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება გაიზარდა და საქართველოში ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი . თუმცა, ბაქრაძის განცხადებით, ცვლილებას სჭირდება შესაბამისი პირობების შექმნა.

„ძალიან მშვიდად, გააზრებულად, მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად საარჩევნო ყუთთან, როგორც ეს განვითარებულ, დასავლურ დემოკრატიებში ხდება. მაგრამ ამ ცვლილებას სჭირდება შესაბამისი პირობები. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ამოცანა და მიზანი მომდევნო პერიოდში შესაბამისი პირობების შექმნა იქნება, რომ საქართველოში ხალხმა არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი ნება, მათ შორის შეცვალოს ხელისუფლება. ამისთვის, მთავარი კომპონენტი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და დაუყოვნებლივ გადასვლა პროპორციულ ან რეგიონულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რასაც უნდა მოყვეს პარლამენტის არჩევნები, ვინაიდან დღევანდელი შემადგენლობა ვეღარ ასახავს ქვეყანაში პოლიტიკურ განწყობას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.