პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს

22:42 11-30-2018
405

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია იქნება. ეს ინფორმაცია ლაშა ჟვანია ტელეკომპანია იმედს დაუდასტურა.

“არჩეულმა პრეზიდენტმა მიმართა დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, რომ დამნიშნოს მე ადმინისტრაციის უფროსად…წინასწარი თანხმობა პატრიარქისგან არჩეულმა პრეზიდენტმა მიიღო. ახლა შევხვდი მის უწმინდესობას, მომცა ლოცვა-კურთხევა, რომ დავტოვო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა და დავეხმარო ახლადარჩეულ პრეზიდენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, – აღნიშნა ჟვანიამ.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილის შტაბში მუშაობდა.