სტიქია რეგიონებში

10:04 12-01-2018
81

ძლიერი ქარის გამო, ღამის 12:00 საათის მონაცემებით იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 465 შეტყობინება შევიდა.

მათ შორის:
იმერეთიდან - 350
სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 110
გურიიდან - 15

იმერეთი - გამოძახებების უმრავლესობა (250) დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 150 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 170 შენობას ახადა სახურავი.

სამეგრელო-ზემო სვანეთი - ძლიერმა ქარმა დააზიანა 1 ავტომანქანა, 46 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 44 ხე. დაზიანებულია ელექტროსადენები.

გურია - ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.

უწყების ინფორმაციით, სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 500 მეხანძრე-მაშველი.

ავტორი: