იმედია, ახალი პრეზიდენტის არჩევასთან ერთად, ღირებულებების ერთგვარი გადაფასება მოხდება - აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი

12:14 12-01-2018
80

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევას ეხმაურება.

საქართველოსა და აფხაზეთს შორის დიალოგის დასამყარებლად, ერთადერთი გამოსავალი მისი თქმით,  აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა.

„მინდა იმედი მქონდეს, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევასთან ერთად, ღირებულებების ერთგვარი გადაფასება მოხდება. ამით საძირკველი ჩაეყრება ჩვენს ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისო დიალოგის დამყარებას იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების პროცესში შუამავლებად გამოდიან. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა“, - ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.