"ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ფონზე განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა ჩვენი სახელმწიფოებრივი მოუწყობლობა"- დავით უსუფაშვილი

13:18 12-01-2018
81

ამ ტრაგედიის ფონზე განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა ჩვენი სახელმწიფოებრივი მოუწყობლობა და გაღრმავდა ინდივიდის სახელმწიფოსგან მიტოვებულობის განცდა,- ასე გამოეხმაურა შენების მოძრაობის ლიდერი, დავით უსუფაშვილი ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდების მკვლელობიდან ერთი წლის თავს.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მართლმსაჯულება უნდა აღდგეს და დაისაჯოს დამნაშავე.

დღეს პირველი დეკემბერია. ერთი წლის წინ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია თითქოს საზოგადოების გამოფხიზლების, შეკავშირების და ჩვენი მომავლის საერთო პრობლემებთან ერთიანი ძალებით შერკინების მიზეზი უნდა გამხდარიყო. მოხდა პირიქით...

ამ ტრაგედიის ფონზე განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა ჩვენი სახელმწიფოებრივი მოუწყობლობა და გაღრმავდა ინდივიდის სახელმწიფოსგან მიტოვებულობის განცდა. აუცილებელია, ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება, თუნდაც  იმ თანამდებობის პირების განსასჯელის სკამზე დასმით, ვისი ბრალითაც გართულდა თუ შეუძლებელი გახდა სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე მკვლელის დასჯა,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე