თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ქუთაისის აეროპორტში თავს დაესხნენ. როგორც პუბლიცისტი ამბობს, რომ ეს თავდასხმა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.
აეროპორტში ხალხი გვიცავდა, ძირითადად ქალები გვიცავდნენ, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. ფიზიკურად გავისწორდა ხუთ კაციანი ბანდა. როგორც ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, ერთმა თქვა პრობაციონერი ვარ. ერთი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ ნასვამს არ გავდა. პოლიტიკურ ნიადაგზე იყო, რადგან ვაშაძის მხარდამჭერები ვართ. აეროპორტში რომ დაგვინახეს, გვეუბნებოდნენ. არაფერი ესმოდათ. აგრესია იყო ჩემზეც და უფრო ჩემს მეუღლეზე. აქ იყო ჩვეულებრივი ცემა ტყეპა. ფიზიკურად ჩაქოლავდნენ, რომ არ ყოფილიყო ხალხი.
ბავშვი იყო ჩვენს გვერდით, რომელიც ტიროდა და ყვიროდა და ა.შ.
გავახსნევინებ კამერებს. მოქალაქეები ამბობენ, რომ გუშინდელიდან მოძრაობს ეს ჯგუფი ამ ტერიტორიაზე.
ჩემს მეუღლეს ნიკაპტთან აქვს ნახეთქი. 4 ადამიანი ფიზიკურად იბრძოდა, ერთი არ ერეოდა. პირიქით, ცდილობდა ადამიანად დარჩენილიყო. ჩაქოლვის მდგომარეობა იყო.
პოლიცია ხედავდა ამ ყველაფერს, მაგრამ თითიც არ გაუნძრევიათ. ორივე პოლიციელს ვეხვეწებოდი, რატომ არ ერევითთქო და არ გაინძრნენ. მისცეს საშუალება, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია. წიხლებზე და მუშტებზეა საუბარია, რაც პოლიციის თანდასწრებით ხდებოდა.
პირდაპირ გვითხრეს, ჩვენ ვართ ჩამოსულები, ვიცავთ რაღაცეებს, უბნებს. ძველი ბიჭები იყვნენ. შევატყობინე ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც - ამბობს ჩარკვიანი.