"ჩვენ მხარს ვუჭერთ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს"- დავით უსუფაშვილი

13:30 12-01-2018
417

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს",- ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ემზადებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

"მე არაერთხელ მივმართე ხელისუფლებას და საპრეზიდენტო კანდიდატებს, ერთ წელიწადში პროპორციულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებისთვის არჩევნების დღემდე  ეზრუნათ. ეს იქნებოდა პოლიტიკური პროცესების სახელმწიფოებრივი ინტერესის შესაბამისად წარმართვის საუკეთესო საშუალება. დღეს, განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტის პოსტ-საარჩევნო ტაქტიკის ფონზე, ამგვარი შეთანხმების ალბათობა არ გაზრდილა.

ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატებისთვის - ვითხოვთ უკეთესს და ვემზადებით უარესისთვის",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე