მოძრაობა „არა ნაციზმს“ წევრი, ნანა კაკაბაძე გამოკითხვაზე იმყოფება. „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტზე უფლებადამცველი აცხადებს, რომ კანონი პირიქით, მათ სასარგებლოდაა.
„ეს ადამიანები უკანონოდ შემოიჭრნენ ჩვენი ოფისის კუთვნილ შენობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს, 40 წუთით ადრე ვუთხარი, რომ არანაირ ინტერვიუს არ ვაძლევდი, ის მაინც შემოიჭრა. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის დარღვევა. მოვითხოვ, დაიწყოს გამოძიება. მათი უფლებები არ შელახულა.
ჩვენ დავდეთ კადრები, როგორ აზიანებენ თავიანთ აპარატურას და დებენ ჩვენი ოფისის კარებთან. როდესაც პირი შემოგეჭრება, არათუ აპარატურის არამედ მათი დაზიანების უფლებაც გვქონდა კანონით, რადგან დავიცვა ფართი და საკუთარი თავი“, – ამბობს კაკაბაძე.
რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი მოძრაობის წევრებს საქმიანობის ხელშეშლასა და შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. ამბავს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის დროულად გამოიძიებისკენ მოუწოდა.