ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გარდაცვლილი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რომელიც დაახლოებით ორი თვეა პარლამენტის წინ აქციას მართავს, მსვლელობით სწორედ ხორავას ქუჩისკენ გაემართა. მასთან ერთად იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილი და მათი მხარდამჭერი ადამიანები იმყოფებიან.
მისი მოთხოვნები კვლავ უცვლელია - დაისაჯოს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი და საქმე დროულად და სრულფასოვნად გამოიძიონ.