სისხლით მოსულები სისხლით უნდა გავაცილოთ - მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლებაზე

18:34 12-02-2018
2264

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას რუსთაველზე შეუერთდნენ შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. მათი თქმით, ისინი „ქართული ოცნების“ მმართველობას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის და დავით სარალიძის მკვლელებს ხელს აფარებს.

მე ვუჭერ გაერთიანებულ ოპოზიციას მხარს, იმიტომ რომ ამ სახელმწიფომ მე საწოლში მძინარე ბავშვი ჩამიცხრილეს. სანამ ვიქნები ფეხზე, სანამ მედგმევა სული, მე ვიქნები ქართული ოცნების' მტერი, მოსისხლე მტერი. კანონის ფარგლებში რაც არის გათვალისწინებული, ყველანაირად შევეწინააღმდეგები ქართულ ოცნებას. ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა და იმის შნო, მოვშოროთ ქვეყანას და დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც დღეს სისტემაში არიან და სისხლისმსმელები არიან, ვინც სისხლით მოვიდნენ და სისხლით უნდა გავაცილოთ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.