"სახალხო მოძრაობა "არა ნაციზმის" ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით, "რუსთავი 2"-ის შენობასთან აქცია გაიმართება.
"სახალხო მოძრაობა "არა ნაციზმის" ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით, 3 დეკემბერს 15:00 საათზე, "რუსთავი 2'-ის ოფისთან (სანდროეულის 5ა) გაიმართება აქცია პერფომანსი "აქშა TO RUSSIA" ...
ახალგაზრდები ეხმაურებიან ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ის არ იცხოვრებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოში დ მისი გამარჯვების შემთხვევაში დატოვებდა ქვეყანას.
- ტელეკომპანიის ოფისთან სიმბოლურად მიუტანენ ბატონ გვარამიას ბილეთებს და მოუწოდებენ შეასრულოს სიტყვა...", - აღნიშნულია განცხადებაში.