არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ - ლევან გოგიჩაიშვილი

19:36 12-02-2018
556

ქუჩაში გამოსულ ადამიანებსა და გაერთიანებულ ოპოზიციას ხელისუფლება უარს ეუბნება - მმართველი პარტია არ აპირებს არც მოლაპარაკებას, არც არჩევნების შედეგების გაუქმებას და არც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.  ამის შესახებ რუსთავი 2 წერს.

გრიგოლ ვაშაძემ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას დრო 16 დეკემბრამდე მისცა, რათა შექმნან სამუშაო ჯგუფი და პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა ამ სამუშაო ჯგუფის დონეზე იპოვონ. ოპოზიციის ამ განცხადებას მმართველ გუნდში უპასუხეს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფი გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ არ შეიქმნება.

„არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ. გრიგოლ ვაშაძე დამარცხდა, რუსეთი დამარცხდა. რუსეთის ჩეკა დამარცხდა. ვინ უნდა დაჯდეს გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ, ჯერ თვითონ ფუნქციურად ვინ არის გრიგოლ ვაშაძე? იმდენ პატივსაც არ სცემენ, რომ მის გამოსვლებს ხელი არ შეუშალოს მიხეილ სააკაშვილმა. დღეს პროცესი მიდის, როგორც მიხეილ სააკაშვილს უნდა ისე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში და მიხეილ სააკაშვილი ეს არის დევნილი ადამიანი. მიხეილ სააკაშვილს ჩვენი მართლმსაჯულება ეძებს იმისთვის, რომ დააკავოს, ჩამოიყვანოს და ჩასვას ციხეში. ამ ადამიანთან ჩვენ არანაირი მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. კრიმინალ, სახელმწიფო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებს,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.