6-7 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ქ. მილანს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში.
უწყების სააზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პლენარული სესიის ფარგლებში დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა.
საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სუამის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, გაიმართება სუამი- კანადის შეხვედრა.
დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ეუთო-ს გენერალურ მდივანს- ტომას გრემინგერს, ODIHR-ის დირექტორს-დინგიბიორგ გისლადოტირის და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს რუდოლფ მიხალკას, ჯიჰან სულთანოღლუს და ტოივო კლაარს.