ზაზა სარალიძე შს მინისტრთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

12:15 12-03-2018
59

აქამდე არაფრად არ მთვლიდნენ და საქმის ვითარებას არ მაცნობდნენ, ახლა თავად მივაკითხავ ისე, რომ საქმეს გავეცნო, - განუცხადა ჟრნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ დღეიდან გეგმავს შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს შეხვდეს, რათა საქმის მასალებს გაეცნოს.

„დღეიდან ჩავერთვები ამ პროცესში აქტიურად, ოფიციალურად მივმართავ მთავარ პროკურორსა და შს მინისტრს შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა დეტალებს გავეცნო, თუ რა ხდება საქმესთან დაკავშირებით.რაც შეეხება შს მინისტრის განაცხადს, დაველოდოთ სასამართლო პროცესებსო, მცდარი აზრი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი მოსამართლე არაა უფლებამოსილი საქმეში ახალი ფიგურანტი შეიყვანოს.

აქციები ჩვეულებრივად გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, ვიდრე სამართლიანობა არ იქნება აღდგენილი“, - აცხადებს ზაზა სარალიძე.