"მის საქართველო 2018" -ის კონკურსანტების ფოტოსესია - ვინ იბრძოლებს მთავარი ტიტულისთვის (ვიდეორგოლი)

14:40 12-03-2018
526

რამდენიმე ხნის წინ, MISS GEORGIA 2018-ის ფინალური კასტინგი დასრულდა, სადაც 17-დან 25 წლამდე ასაკის გოგონები შეირჩა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მის საქართველო -2018-ის კონკურში, გამარჯვებული კი, სილამაზის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება. 

იშვიათი გამოცდილება, ცნობადობის ამაღლება, საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მიღების საშუალება და რაც მთავარია, მის საქართველოს ტიტულის მოპოვება, სწორედ ეს არის, იმ გოგოების მიზანი, რომელიც მონაწილეობას, მის საქართველო - 2018 წლის კონკურსში იღებენ.

ამისათვის კი, მათ როგორც სილამაზე და ელეგანტურობა, ასევე, პიროვნული ღირსებებიც, აუცილებლად დასჭირდებათ. ამ კრიტერიუმების გარდა, იმისთვის, რომ გოგონა, ქვეყნის მთავარი სილამაზის კონკურსის, მის საქართველოს ტიტულის მფლობელი სრულყოფილად გახდეს, არის გარკვეული წესებიც, მაგალითად ის, რომ მონაწილე, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და არავითარ შემთხვევაში, გათხოვილი, ან ქორწინებაში მყოფი - სწორედ, ამ მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩნენ გოგონები.

იხ. ვიდეოროლი: - მის საქართველო - 2018-ის კონკურსანტების ფოტოსესია კიკალა სტუდიაში - MUSICBOX. 

წყარო: Miss Georgia Beauty Contest

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი:



ავტორი: რუსა ღვანიძე