ირმა ინაშვილი მოითხოვს გამოიძიონ, როგორ მიიღო გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებში ხმები

14:43 12-03-2018
2607

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაიწყოს გამოძიება, ენმ-ს მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებულ ხმებთან დაკავშირებით. განცხადება ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღო ოპოზიციურმა პარტიამ აღნიშნული რაოდენობის ხმები.

"ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობას და ამ აფერისტობაში მონაწილეობენ, როგორც სააკაშვილ-ბოკერია, ისე მონაწილეობენ "ქართული ოცნების" კონკრეტული თანამდებობის პირები", - განაცხადა ინაშვილმა.