ვიდეობლოგერმა და მოგზაურმა, დრიუ ბინსკიმ, საკუთარ ფეისბუქის“ გვერდზე, რომელსაც მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, გამოაქვეყნა ვიდეორგოლი - ყველაზე ცნობილი ალბინოსი მსოფლიოში, რომელიც ბერა ივანიშვილის შესახებ მოამზადა.
ბინსკი ამბობს, რომ საქართველოში ბერას მოწვევით იმყოფებოდა და გადაწყვიტა, მის შესახებ მსოფლიოსთვის მოეყოლა.
ბერა საფრანგეთში ქართულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ძალიან ბევრს მუშაობს და 23 წლის ასაკში, მუსიკოსმა ბევრ ცნობილ დიჯეისთან, მათ შორის, სტივ აოკისთან თანამშრომლობა მოახერხა. თავმდაბალია და ყოველთვის ჩრდილში მყოფი - ამბობს ბინსკი, ბერა ივანიშვილის შესახებ.
ყოველთვის ჩუმი ვიყავი, ყველაზე ჩუმი კლასშიც. ვწერდი ლექსებს და ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული. არასდროს მივდევდი ტრენდებს. ყველაფერი რასაც სწორად ვაკეთებ, ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ყველაფერს არასწორს კი - ჩემით ვაკეთებ. ვცდილობ საუკეთესო ძმა, შვილი და ქმარი ვიყო.
სხვებისგან განსხვავებული დავიბადე. ამიტომ, როცა განსაკუთრებული იმიჯის შექმნაზეა საუბარი, უბრალოდ ვცდილობ ვიყო ის, რაც ვარ. ეს მინდა გაიგოს პუბლიკამ, ყველა ბავშვმა, ვინც სკოლაში ბულინგის მსხვერპლია, ან თავს განსხვავებულად და მარტოსულად გრძნობს.
ძალიან რთული იყო, მუსიკალურ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება. ვერ გაიხსენებ მაგალითს, ადამიანებისას, რომლებიც ჩემსავით გამოიყურებიან - ამბობს ბერა.
არ მინდა კონკრეტული სახელები ვთქვა, მაგრამ ჩემთვის უთქვამთ, რომ ძალიან მოსწონთ ჩემი მუსიკა, მაგრამ არ იციან როგორ გამიყვანონ ბაზარზე.
პატარა ძმა მყავს, ზუსტად ჩემნაირი. მე საკუთარ თავში დარწმუნებული ბავშვი ვიყავი და განსხვავებულობას, საკუთარ სიძლიერედ აღვიქვამდი.
ვიდეორგოლში, საუბარია ბერას მუსიკალურ მისწრაფებებზე და იმაზე, თუ როგორ უყვარს სტუდიაში ყოფნა. კადრში, ნახსენებია ბერას ოჯახი და ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნულია, რომ ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია. ბერა, ალბინოსობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს:
მუსიკალურ ინდუსტრიაში სახელის მოხვეჭა, ჩემთვის საკმაოდ რთული იყო, ხმის ჩამწერმა სტუდიებმა(მათ არ დავასახელებ), მითხრეს, რომ ჩვენ ძალიან მოგვწონს შენი მუსიკა, მაგრამ არ ვიცით, როგორ წარგადგინოთ ბაზარზეო. მე მყავს პატარა ძმა, რომელიც ზუსტად ჩემსავით გამოიყურება. როცა ვიზრდებოდი, არავინ მყავდა გარშემო… მაგრამ ძალიან თავდაჯერებული ვიყავი და ჩემს განსხვავებულობას ვუყურებდი, როგორც ჩემს ძალას…“
დრიუ აცხადებს, რომ საფრანგეთში დაბადებული ბერა ივანიშვილი, მულტიკულტურულ საზოგადოებაში გაიზარდა.
„მე ხუთ ენაზე ვსაუბრობ, ქართულად, ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად და სიყვარულის ენაზე, ამის თქმის გამო ჩემი ცოლი მომკლავს… საქართველო ჩემი ღირსებაა. სადაც უნდა წავიდე, საქართველოს წარმოვადგენ“ - ამბობს მუსიკოსი.
იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი: