რეპერი გუფი "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს - "ქეთა, მთელი ცხოვრება მეყვარება"

18:55 12-03-2018
4502

ქეთა თოფურიას და რეპერი გუფის დაშორების შესახებ ინფორმაცია, გასულ კვირას, გავრცელდა. ცნობილია, რომ წყვილი, ერთი წლის განმავლობაში, ერთად არიან.

რამდენიმე ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეპერს რომანი აქვს, 18 წლის  მოდელთან, ეკატერინბურგელ იანა შევცოვასთან, რომელმაც განაცხადა, რომ რეპერისგან შვილს ელოდება.  

გახმაურებულ ამბავს გამოეხმაურა ქეთა, რომელმაც აღიარა, რომ მათ დიდი ხნის წინ გაწყვიტეს ურთიერთობა და ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

გუშინ კი, რეპერმა, ქეთასთან დაკავშირებით ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა:

ქეთას, მე იანას გამო არ დავშორებულვარ, ქეთა, მთელი ცხოვრება მეყვარება. იმდენად აღშფოთებული ვიყავი იანას განცხადებით, რომ აღარ ვფიქრობდი, ვინ რას ამბობდა. დროულად მომიყვანეს გონზე, ჩემმა უფროსმა მეგობრებმა. უბრალოდ, თუ მე ამ ცრუ ინფორმაციებს არ მივაქცევ სათანადო ყურადღებას, იანა ამ ამბავს, სათავისოდ გამოიყენებს - ამბობს გუფი. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა მოულოდნელი და სკანდალური ინფორმაცია, გუფის და ეკატერინბურგელი მოდელის, იანა შევცოვის ცხოვრებაში -  გოგონა აცხადებდა, რომ რეპერისგან ფეხმძიმედ არის.

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:


 

 
ავტორი: რუსა ღვანიძე