„მხოლოდ ქართულის“ მონაწილეების ჩაცმის სტილი კრიტიკას ვერ აცდა სოციუალურ ქსელში. როგორც პროექტის მესვეურებმა დააანონსეს, შოუს მონაწილეებს „მერსედესისის მოდის კვირეულის“ დიზაინერები ჩააცმევენ. პირველი ლაივკონცერტი ირაკლი რუსაძემ ითავა და კრიტიკასაც ვერ აცდა. სწორედ მისი მისამართით წერს „მხოლოდ ქართულის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე პროექტის მაყურებელი. განსაკუთრებით ვიოლეტა მგალობლიშვილის ჩაცმულობა დაუწუნეს ირაკლის. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.
„ სტალინი მომაგონა ჩაცმულობით. ისე, კარგი გოგოა, ძალიან. მერსედესის Fეშენ ვიქი ზრუნავსო, ჩაცმულობაზეო. დიდი ტანისამოსი ჰყვარებიათ. ხოდა, თქვენ დალოცვილებო, ა კლასის მერსედესი, ამ პიჯაკის ზომის მაინც გამოგეშვა“
„გოგოო მარტო სახეზე კი არაა, დავიფიცებ ასეთი სინთეზური სილამაზის ბავშვი იშვიათია. მას ღმერმა ნამდვილად მისცა ყველანაირი სილამაზე. ფეხის ტერფიდან თმის ღერამდე. ვინც იცნობს მას ნამდვილად ყველა დამეთანხმება, რომ გადაჭარბებულს არაფერს ვამბობ. ამ ჩემს ანგელოზივით ბავშვს რა ჩააცვეს შოკში ვართ ყველა. ბავშვს მიეცით იმის საშვალება რომ იბრწყინოს სცენაზე.“
„ისევ რიანას ჩააცვას მაგ ბიჭმა, ნუ გვიმახინჯებს ამ ანგელოზივით ქართველებს!“
„რავა ჰიტლერივით გამოუწყვიათ და რავა ყველა კაპანაძესავით მღერის“.
„მერსედესის დიზაინერს დააფსი ტავზე!. რას დაამსგავსა ბავშვები“