2018 წლის დეკემბრის ბოლოს, გაიმართება ახალი ფილმის პრემიერა, სადაც მთავარ როლს, 49 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯენიფერ ენისტონი, ყოფილი სილამაზის დედოფლის როლს ასრულებს.
The Sunday Telegraph-ის ინფორმაციით მსახიობმა, რამდენიმე ხნის წინ, ინტერვიუში, ფილმის გმირი, მის რეალურ გმირს შეადარა და აღნიშნა, რომ ბევრი მსგავსებაა, ფილმის გმირს და მას შორის:
მე ფოტომოდელად არ დავბადებულვარ. მაგრამ ნათელია, რომ დედაჩემის წარუმატებელმა გეგმებმა, ჩემს პირად ცხოვრებაზე ცუდი გავლენა მოახდინა. მას იმედი ჰქონდა, რომ მისი ქალიშვილი, ულამაზესი იქნებოდა, რაზეც ამ საკითხში, ვერ ვთანხმდებოდით.
მსახიობმა, ინტერვიუში განაცხადა, რომ დედა მას არ აღიარებდა.
როგორც ჩემი ახალი ფილმის გმირი, მეც მაკლდა ბავშვობაში დედის სიყვარული და სითბო - ამბობს ჯენიფერი.
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერი 9 წლის იყო, როცა მისი მშობლები გაეყარნენ. მისი ძმა, საცხოვრებლად ლოს-ანჟელესში, მამასთან ერთად გადავიდა. მომავალი ვარსკვლავი კი, დედასთან ერთად, ნიუ-იორკაში დარჩა. ენისტონს, ძირითადად მისი ბებია, სტელა ზრდიდა, რომელიც სითბოს და სიყვარულს არ აკლებდა პატარას. ჯენიფერს და დედის შორის ურთიერთობე, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დედამ გულახდილი ინტერვიუ მისცა და ამის შემდეგ, ნენსიმ ავტობიოგრაფიული წიგნი - დედა, ქალიშვილი, მეგობრები - მოგონებები(1999) გამოუშვა, სადაც ჯენიფერის ცხოვრების, არასახარბიელო მომენტები იყო მოთხრობილი. სწორედ ამ წიგნის შემდეგ, გაწყვიტა ჯენიფერმა, დედასთან ურთიერთობა.
მოგვიანებით ჯენიფერმა განაცხადა, რომ კონფლიქტი ამოწურულია, თუმცა ენისტონმა ნენსი ქორწილში, მაინც არ მიიწვია - მსახიობის დედა, ნენსი დოუ, 2016 წელს გარდაიცვალა.
იხ ფოტოები;