გურიის გუბერნატორი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

15:09 12-04-2018
59
თეგები: გურია

ბრიუსელში გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა.  მხარის ხელმძღვანელთან ერთად ბრიუსელში 2017 წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზვასთან ერთად იმყოფებოდა.

„ნატოს შტაბ - ბინაში და ევროკავშირის სათაო ოფისში გამართულ შეხვედრებს შიდა ქართლის გუბერნატორთან და კულტურის, ხელოვნებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დავესწარი. შეხვედრები გაიმართა ნატოს გენერელურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, გენერალური მდივნის მოადგილეებთან როუზ გომიოლერთან და ტაჯან ილდემთან, ევროატლანტიკური და გლობალური პარტნიორობის, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს უფროსს ჯეიმს მაკსთან. ასევე, საქართველოს ელჩთან ნატოში ალექსანდრე მაისურაძესთან და საქართველოს ელჩთან ბელგიაში ნატალია საბანაძესთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ნატო - საქართველოს ურთიერთობებისა და “ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის” (SNGP) განხორციელების შესახებ. უსაფრთხოების პოლიტიკისა და სახალხო დიპლომატიის საკითხებზე“, - აცხადებს გურიის პირველი პირი.

 

ლაშა სარჯველაძე