ლიზა ყენია და გიორგი ბრეგვაძე ერთმანეთს დაშორდნენ? - "ცხოვრება ნამდვილად ლამაზია შენს გარეშე"

17:38 12-04-2018
3100

ცნობილი მომღერლის, მაია ჯაბუას ქალიშვილი, ლიზა ყენია და კალათბურთელი გიორგი ბრაგვაძე, დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. 

წყვილი, სოციალურ ქსელში, ფოტოების გამოქვეყნებას არ ერიდებოდა. გიორგი ბრაგვაძე, იგივე ბრაგვა, რომელიც ადრე, თიკა ჯამბურიას შეყვარებული გახლდათ, ლიზას კი, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა. 

წყვილი, რამდენჯერმე დაშორდა ერთმანეთს და შემდეგ ისევ შერიგდა, მაგრამ სავარაუდოდ,  ერთმანეთს დაშორდნენ. 

რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა, ლიზა ყენიამ, სოციალურ ქსელში პოსტი და ფოტო გამოაქვეყნა: 

- LIFE IS REALLY BEAUTIFUL WITHOUT YOU (ცხოვრება, ნამდვილად ლამაზია, შენს გარეშე) - წერს ლიზა ყენია. 

 იხ. ფოტოები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე