"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა რურუას გარდაცვალებას მისი ყოფილი თანაგუნდელი, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ეხმაურება:
"მაგარი ძმა დავკარგეთ...სიტყვები ზედმეტია. ყოველთვის იცოდა სად იყო სწორი გზა. ძალიან მტკივა გული. დაგვაკლდები ძმობილო", - წერს დავით საყვარელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.