კულტურის ყოფილი მინისტრი და საზოგადოება „ივერიას“ დამფუძნებელი ნიკა რურუა 10 ფაქტის შესახებ 2015 წელს venue.ge -სთან საუბრობდა:
1. ვარ დიპლომირებული მუსიკის მასწავლებელი;
2. მიმუშავია მუშად და მტვირთავად ამერიკის შეერთებულ შტატებში;
3. ვარ დიპლომირებული, მაგრამ არშემდგარი ტელე-რეჟისორი;
4. ვარ იურისპრუდენციის დოქტორი (Juris Doctor), რომელი ხარისხიც აშშ-ში მომენიჭა;
5. გადაღებული ვარ რამდენიმე ეპიზოდურ როლში პოპულარულ ქართულ ფილმებში: “იყო შაშვი მგალობელი”, “უძინართა მზე”, “გარსევანი”;
6. პირადად შევხვედრივარ ადამიანს, ვინც იცნობდა საბჭოთა დიქტატორ სტალინს;
7. ვიყავი გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის იდეის ავტორი და ძეგლის მოხსნის საზოგადოებისთვის ტელევიზიით პირველი გამომცხადებელი;
8. ვარ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეის ავტორი და ექსპოზიციის მოწყობის მონაწილე;
9. ვარ დაჯილდოებული გორგასლის ორდენით აფხაზეთის ომში მონაწილეობისთვის;
10. დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი, რომელიც დღეს ოცი წლის იქნებოდა და რომელიც დღესაც მიყვარს და არასდროს მავიწყდება.