ნიკა რურუას უდიდესი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართული კინოს განვითარებაში. დასანანია,რომ ასეთი ადამიანი გამოაკლდა ქვეყანას", - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ქართველი რეჟისორი მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი ნიკა რურუას გარდაცვალებას.
"როდესაც კინოკარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ბატონი ნიკა რურუა კულტურის მინისტრი იყო.
მე და ჩემს მეგობარს მასთან შეხვედრა გვინდოდა და კულტურის სამინისტროში განცხადება დავწერეთ. ბატონი ნიკა დამწყებ სტუდენტ რეჟისორებს მაშინვე შეგვხდა.
მე ვუთხარი რომ ფილმის სცენარის იდეა მაქვს და იქვე"დედე"ს ერთ გვერდიანი მონახაზი წავაკითხე .
რომ წაიკითხა, მითხრა რომ საერთაშირისო პოტენციალს ხედავდა ამაში,რამაც დიდი მოტივაცია მომცა.
შემდეგ ჩვენს თვალწინ უამრავ პროდუსერთან გადარეკა და ჩვენზე უამბო.
მერე პრიზი გადმომცა "გალა" დაჯილდოებაზე და იქ დაიწყო ჩემი კარიერა.
არა მარტო ჩემი, ნიკა რურუას უდიდესი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართული კინოს განვითარებაში.
დასანანია,რომ ასეთი ადამიანი გამოაკლდა ქვეყანას!" - წერს მარიამ ბაკაჩო ხაჭვანი.