პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი რეგლამენტში შესატან ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობა წინა პარლამენტებთან შედარებით მეტად მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხასიათდება, თუმცა თვლის, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
„მერვე მოწვევის პარლამენტის მუშაობა და ახლანდელი პარლამენტის მუშაობაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებით ხასიათდება წინამორბედი პარლამენტების მუშაობისაგან, რადგან მინისტრებმა და მაღალი თანამდებობის პირებმა მოუხშირეს პარლამენტში სიარულს და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი შევუქმენით, მაგრამ კიდევ მეტია საჭირო და უფრო საქმიანი ურთიერთობებია აუცილებელი, გაცილებით უფრო დაგეგმილი, გეგმაზომიერი და გარკვეულ სტრატეგიაზე ორიენტირებული“, –განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტი რეგლამენტში შესატან საკითხებს დღეს განიხილავს.
გია ვოლსკი