გაერთიანებულმა ოპოზიციამ კონსულტაციები დაიწყო - „ძალა ერთობაშიას“ წევრები „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შეხვდნენ

12:21 12-05-2018
182

გაერთიანებულმა ოპოზიციამ კონსულტაციები დაიწყო. ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა, "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში მიმდინარეობდა. 

„ძალა ერთობაშიას“ წევრები შალვა ნათელაშვილს შეხვდნენ. ნათელაშვილი ოპოზიციის ულტიმატუმს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით იზიარებს. 

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების გაყალებაზე საუბრობს და სწორედ ამიტომ არჩევნების შედეგების გაბათილებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს. 

ულტიმატუმის ვადა, რომელიც მმართველ გუნდთან აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციებს ეხება 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს იწურება.