საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია არ გამორიცხავს პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში გამართვა, რაღაც დოზით თბილისში კარვების აქციით იყოს გამოწვეული.
მისი თქმით, მას კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ არის ოპოზიციის ულტიმატუმის შედეგი, აქვე აცხადებს, რომ მისი პირადი მოსაზრებით თელავის ნაცვლად მცხეთაზე გააკეთება არჩევანს.
„რატომ გადაწყდა თელავი მე ვერ გეტყვით, ამაზე თავად პრეზიდენტმა უნდა თქვას, მე თელავი ძალიან მომწონს, თუმცა ჩემი პირადი აზრი, რომ ყოფილიყო მცხეთას უფრო დავუჭერდი მხარს, უფრო კარგი იქნებოდა, ძველი, სატახტო ქალაქია და არ იწვევს გარკვეულ კუთხესთან მიკერძოებას. თელავში არის ერეკლე მეფის სასახელე. ეს მისი არჩევანია, ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი და დამოუკიდებელი პრეზიდენტი იქნება. შეიძლება კარვების აქციამაც იმოქმედა, მაგრამ ულტიმატუმი, რაც დასვა ვაშაძის ფლანგმა, რომ 16–ში ჩვენ რაღაცას ვაპირებთ, არამგონია და დარწმუნებული ვარ ეს არ იყო მიზეზი. ცდილობდნენ ისეთი ადგილი შეერჩიათ, რომელიც იქნებოდა სიბოლური და წარსულთან ბმაში. ვფიქრობ, ამიტომ აირჩია. კონკრეტულად თავად გასცემს პასუხს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში ჩატარდება.
ირაკლი ვაჩიბერაძე