რამდენიმე დღის წინ, 57 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი, მეათედ გახდა მამა. მსახიობის შეყვარებულმა, 39 წლის ავსტრალიელმა მოდელმა პეიჯ ბატჩერმა, ვაჟი გააჩინა.
პატარა, სახელად მაქსი, 3 კილოგრამი და 48 სანტიმეტრი დაიბადა. ბავშვი და დედა თავს კარგად გძნობენ - ამბობს მსახიობი.
მისი თქმით, სასიხარულო ინფორმაცია, 30 ნოემბერს გავრცელდა. ბავშვს სახელად, მაქს ჩარლზ მერფი დაარქვეს. მეორე სახელი, მსახიობის უფროსი ძმის, ჩარლი მერფის საპატივცემლოდ დაარქვეს, რომელიც 2017 წელს, ლეიკემიის დიაგნოზით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ედი მერფი და პეიჯ ბატჩერი, 2012 წლიდან ერთად არიან. მათ საერთო შვილი, იზიც ჰყავთ. გარდა ამისა, მსახიობს, ექს-მეღლისგან, ნიკოლისგან, ხუთი შვილი ჰყავს. სამი შვილი კი, სხვადასხვა შეყვარებულებისგან. გარდა ამისა, ერთ-ერთი ქალიშვილი, ენჯელ აირისი, მუსიკალური ჯგუფის Spice Girls-ის სოლისტის, მელ ბისგან გააჩინა.
იხ. ფოტოები: