ანჯელინა ჯოლიმ ძმასთან იჩხუბა - "ჯეიმსი, ანჯელინას სახლში, ჩვეულებრივი ძიძა იყო"

15:17 12-05-2018
890

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის განქორწინების შემდეგ, 2 წელი გავიდა. გუშინ, 4 დეკემბერს, წყვილი, კვლავ შეხვდა ერთმანეთს, სასამართლო დარბაზში. 

Telegram-ის ყწაროს ცნობით, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის განქორწინების შემდეგ, ანჯელინას ძმა, ჯეიმს ჰეივენი, დასთან და დისშვილებთან ერთად ცხოვრობს. ანჯელინა, ძმასთან ყოველთვის ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბოლო პერიოდში, მათი ურთიერთობა დაიძაბა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანჯელინამ, ძმასთან იჩხუბა. ჯეიმს ჰეივენი, სასტიკად გაბრაზებულია ჯოლიზე და აპირებს, რომ სასამართლოში, ბრედის მხარე დაიჭიროს.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ჰეივენი, ყოვეთვის გვერდში ედგა ანჯელინას, განსაკუთრებით მძიმე პერიოდში და მის შვილებზე ზრუნავდა კიდეც. ჯოლი, ამ ეტაპზე იძულებულს ხდის, რომ მისი ძმა, სახლიდან გადავიდეს და საკუთარ კარიერაზე იზრუნოს.

ჯეიმსი, ანჯელინას ბავშვების, ჩვეულებრივი ძიძა იყო - ამბობს სანდო წყარო. 

ჯეიმსმა, ზუსტად იცოდა, რომ ანჯელინას, ბრედ პიტის მიმართ ცილისწამება ჰქონდა განძრახული. აესვე იცის, რომ ვარსკვლავი, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ბრედს, ბავშვებთან ურთიერთობაში, ხელს უშლიდა.

ჯეიმსს ძალიან უყვარს დისშვილები და მათთან მთელ თავისუფალ დროს ატარებს, მაგრამ ანჯელინასთვის ეს ცოტაა. ის გამუდმებით ეუხეშება ძმას, აწყობს სკანდალებს და ითხოვს, რომ ის მათ გვერდით იყოს ყოველ წამს. ჯეიმსს ასეთი დამოკიდებულება ძალიან მობეზრდა და თავისი პრეტენზიები უკვე გამოთქვა - ამბობს სანდო წყარო.

ჯეიმსმა, დის აგრესიული საქციელის ატანა, ვეღარ შესძლო. გამუდმებული სკანდალები და ისტერიკა, მას უკვე ყელში ამოუვიდა. ამიტომ, ანჯელინას დაემუქრა, რომ მასთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტს.  

ჯოლი, ძმასთად დაკავშირებულ სკანდალს, ღალატს უწოდებს. სავარაუდოდ, ანჯელინას განაჩენი, ჯეიმსის კარიერაში, დამღუპველი იქნება.

ამ ეტაპზე, ჰეივენი მზად არის, სასამართლო პროცესზე მხარი, ბრედს დაუჭიროს.

შეგახსენებთ, რომ ბრედმა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ შვილების აღზრდაში მიიღებდა მონაწილეობას. მსახიობს, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ 250 მილიონი დოლარი, ბავშვების ანგარიშზე ჩაერიცხა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პიტი წინააღმდეგია, მის თანხებს, ყოფილი მეუღლე განაგებდეს. 

რამდენიმე ხნის წინ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯოლი, უკმაყოფილოა იმ განცხადებებით, რასაც მასზე სხვადასხვა სანდო წყაროები ავრცელებენ. ანჯელინას აზრით, განქორწინების პროცესში, მისი ბოროტმოქმედად მოხსენიება, მათი მხრიდან, არასწორი ნაბიჯია.  

იხ. ფოტოკოლაჟი:

  

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე