ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

15:24 12-05-2018
89

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. 

ბუკიკიომ ახლად არჩეულ პრეზიდენტს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისია მუდამ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. 

ძალიან მესიამოვნა ინფორმაცია თქვენი პრეზიდენტად არჩევის შესახებ. ეს არჩევნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც ეს იყო ბოლო არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა პირდაპირი წესით აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა, როდესაც თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდით.

გთხოვთ, დარწმუნებული ბრძანდებოდით, რომ ვენეციის კომისია მუდამ მზად იქნება, დაუჭიროს მხარი საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, განახორციელოს რეფორმები ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

გისურვებთ წარმატებას თქვენს სამომავლო საქმიანობაში, - აღნიშნულია ჯანი ბუკიკიოს წერილში.