შერონ სტოუნი 60 წლის ასაკში, სიყვარულის "მახეში" გაება - "რა მნიშვნელობა აქვს ასაკს, თუკი ორ ადამიანს ერთმანეთი მოსწონს"

17:04 12-05-2018
738

რამდენიმე ხნის წინ, შერონ სტოუნმა, Marie Claire-ის სამიტზე გამოსვლისას, აღნიშნა, რომ შვილის აღზრდით არის დაკავებული, მარტოხელა დედის როლშია და ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებას, აღარ აპირებს.   

2 დღის წინ კი, ვარსკვლავი, ახალ ბოიფრენდთან, 50 წლის იტალიელ ჟურნალისტთან, ენცო კურსიოსთან ერთად, დააფიქსირეს. წყვილი, ჯერ ნიუ-იორკის ქუჩებში, შემდეგ კი რომში მოგზაურობის დროს გადაიღეს. ამის შემდეგ, Jump 2018-ის პრემიაზე, რომელის ორგანიზატორი, წითელი ჯვრის საზოგადოება იყო, წითელ ხალიჩაზე, შეყვარებულთან ერთად პოზირებდა.

შერონის ახალი რომანი, მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილ შეყვარებულს, ანჯელო ბოფის, 41 წლის იტალიელ ბიზნესმენს დაშორდა. ყოფილი წყვილი ერთმანეთს, 2018 წლის იანვარში შეხვდა.  

თუ მამაკაცი, მასზე უმცროს ქალბატონზეა შეყვარებული, ეს, აბსოლუტურად ნორმალურია. რა მნიშვნელობა აქვს ასაკს - თუკი ორ ადამიანს, ერთმანეთი მოსწონს, მათ შორის, ჩნდება გრძნობა. შერონი, საოცრად მომხიბვლელი და ლამზია, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად. ის, საოცარი ქალია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ დაახლოებით ერთი თვეა, რაც ერთმანეთს აღარ ვხვდებით. მე ჩემს პროექტებზე  ვმუშაობ, შერონი კი, თითქმის სულ გადაღებებზეა - ამბობს შერონის ყოფილი შეყვარებული. 

სწორედ ეს გახდა მიზეზი, იმისა რომ შერონი, ახალი სიყვარულის მახეში გაება. მათი გაცნობის ადგილი და გარემოება, ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობილია, რომ ვარსკვლავის რჩეული, ენცო კურსიო, აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვის სფეროში და ეკოლოგიურ საკითხებში. 

იხ. ფოტოები:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე